×
ტექნიკა
სერვის ცენტრი
ჩვენს შესახებ
კონტაქტი
EUR
GEL
(0)
transporterbike

სერვის ცენტრი

სერვის ცენტრი

 

კომპანია ტრანსპორტერი მომხმარებელს სთავაზობს მულტიბრენდულ სერვის ცენტრს, სადაც სერთიფიცირებული ტექნიკოსების ჯგუფი მოგემსახურებათ. კომპანიას, როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება აქვს. ხოლო გამოცდილი, სერტიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი CFMOTO-ს სტანდარტების შესაბამისად ემსახურება მომხმარებელს. ამასთან, კომპანიაში დანერგილია მობილური სერვისი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და გამოიძახოს მობილური ჯგუფი. ჯგუფი ტექნიკის ადგილზე მომსახურებას უზრუნველყოფს.


ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალკვალიფიციურ პერსონალს, საუკეთესო ხარისხს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და საცხებ-საპოხ მასალებს.
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
•    საგარანტიო დაგეგმიური ტექ. მომსახურება ჩვენთან შეძენილ ტექნიკაზე; 
•    ელექტრო სისტემის დიაგნოსტირება/შეკეთება; 
•    სავალი ნაწილების დიაგნოსტირება/შეკეთება; 
•    ძრავის დიაგნოსტირება/შეკეთება; 
•    სხვადასხვა აგრეგატების დიაგნოსტირება/შეკეთება; 
•    კონდიცირების სისტემის გაწმენდა/ფრეონით გამართვა; 
•    ზეთის შეცვლა (ძრავსა და სხვა აგრეგატებში); 
•    ფილტრების შეცვლა; 
•    ორიგინალი სათადარიგო ნაწილები/აქსესუარები/ზეთები.